ჩვენ შესახებ
Baruli.ge – ხის კოტეჯების და სახლების მშენებლობა. რატომ „ბარული“? – ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, „ბარული სახლი“ არის „ერთთვლიანი სახლი, გავრცელებული ხევსურეთის ზოგიერთ პუნქტში, რომელიც წარმოადგენს მიწისზედა ნაგებობას და გვიანდელ პერიოდში უნდა იყოს შესული ხევსურეთში.“
ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი მუშაობს სწორედ ისეთი ტიპის სახლების და კოტეჯების აშენებაზე, რომლებიც წარმოადგენენ საუკუნოვანი ისტორიის თანამედროვე გაგრძელებას. ჩვენთან თანამშრომლობენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები.
მეტი ინფორმაციისთვის და დეტალებისთვის, დაგვიკავშირდით 575 77 71 76 ან 551 73 70 88
ხშირად დასმული კითხვები
ვაშენებთ მთელი ქვეყნის მასტაბით, დამკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
სტანდარტულ ფასში შედის:
წერტილოვანი საძირკველი; 0.5-ანი სახურავი; კედლებზე 12×7 სმ-ზე კოჭები; შიდა (1სმ) და გარე (1.8სმ) ფიცარი, ე.წ. აფშივკა); ელექტრო გაყვანილობა; ორმაგი თბოიზოლაცია (10სმ ქვაბამბა) კედლებში, ჭერში და იატაკში; სპეციალური მასალა, „მემბრანა“, რომელიც უზრუნველყოფს ნესტისა და სიცივის შეკავებას გარეთ, ხოლო შიდა სივრცეს აძლევს „სუნთქვის“ შესაძლებლობას; მეტალოპლასტმასის სასურველი ფერის კარ-ფანჯარა, ფანჯრების ზომები: 1მx1.2მ.
800 ლარიანი პაკეტის შემთხვევაში კოჭებზე ვიყენებთ ქართულ მასალას ფასადზე რუსეთიდან იმპორტირებულ, დამუშავებულ მზა მასალას. სურვილის შემთვევაში შეგვიძლია სრულიად რუსული მასალით ავაშენოთ, ასეთ შემთხვევაში კვადრატულის ღირებულება 900 ლარი იქნება.
კოტეჯი ბარდება დასრულებული მდგომარეობით, გარდა სველი წერტილის მოწყობისა. კაფელ-მეტლახის და სანტექნიკის მოწყობის ფასს დაგითვლით ხელოსანი ინდივიდუალურად.
მასალის დამატების/შეცვლის შემთხვევაში, ფასი დაითვლება მასალის ფასთა სხვაობის შესაბამისად.
საშუალო ზომის (50-60კვ.მ.) კოტეჯის მშენებლობას სჭირდება დაახლოებით 2 კვირამდე ვადა.
მშენებლობისთვის გამოიყენება შესამაბისი სტანდარტებით დამუშავებული, გამომშრალი წიწვოვანი ხის მასალა.
გამოიყენება როგორც ადგილობრივი, ქართული ხის, ისე იმპორტირებული მასალა.
დღეის მდგომარეობით ჩვენი გუნდი მუშაობს მხოლოდ კარკასული სტილის ხის სახლების/კოტეჯების მშენებლობაზე. მორებით არ ვაშენებთ.
იხილეთ სხვა პროექტები და ნამუშევრები
- All Post
- 100 კვადრატულ მეტრამდე სახლის პროექტები
- 60 კვადრატულ მეტრამდე სახლის პროექტები
- ნამუშევრები
- პროექტები
- Back
- A-Frame
- ბარნჰაუსი
- აგარაკები
- მინი სასტუმროები
- Back
- სასტუმროები
- საცხოვრებელი სახლები
კონტენტი ამოიწურა.