Baruli.ge

ხის სახლების და კოტეჯების მშენებლობა - ბარული

Slide 1
Slide 1
previous arrow
next arrow

ჩვენ შესახებ

Baruli.ge – ხის სახლების და ხის კოტეჯების მშენებლობა.  ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი მუშაობს ისეთი ტიპის სახლების და კოტეჯების აშენებაზე, რომლებიც წარმოადგენენ საუკუნოვანი ისტორიის თანამედროვე გაგრძელებას. ჩვენთან თანამშრომლობენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები. 

ჩვენთან შესაძლებელია სასურველი დიზაინის, ზომის და ფორმის ხის სახლის აშენება. შენდება უმაღლესი ხარისხის მასალით პროფესიონალი მშენებლებით დაკომპლექტებული გუნდის მიერ. მშენებლობის ფასი კი ყოველთვის მორგებულია დამკვეთის ინტერესებს.

 მეტი ინფორმაციისთვის და დეტალებისთვის, დაგვიკავშირდით 575 77 71 76 ან 551 73 70 88

იხილეთ ხის სახლების პროექტები და ჩვენი აშენებული ხის კოტეჯები

ხშირად დასმული კითხვები

ვაშენებთ მთელი ქვეყნის მასტაბით, დამკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

სტანდარტულ ფასში შედის:
 წერტილოვანი საძირკველი; 0.5-ანი სახურავი; კედლებზე 12×7 სმ-ზე კოჭები; შიდა (1სმ) და გარე (1.8სმ) ფიცარი, ე.წ. აფშივკა); ელექტრო გაყვანილობა; ორმაგი თბოიზოლაცია (10სმ ქვაბამბა) კედლებში, ჭერში და იატაკში; სპეციალური მასალა, „მემბრანა“, რომელიც უზრუნველყოფს ნესტისა და სიცივის შეკავებას გარეთ, ხოლო შიდა სივრცეს აძლევს „სუნთქვის“ შესაძლებლობას; მეტალოპლასტმასის სასურველი ფერის კარ-ფანჯარა, ფანჯრების ზომები: 1მx1.2მ.

 800 ლარიანი პაკეტის შემთხვევაში კოჭებზე ვიყენებთ ქართულ მასალას ფასადზე რუსეთიდან იმპორტირებულ, დამუშავებულ მზა მასალას. სურვილის შემთვევაში შეგვიძლია სრულიად რუსული მასალით ავაშენოთ, ასეთ შემთხვევაში კვადრატულის ღირებულება 900 ლარი იქნება.

 კოტეჯი ბარდება დასრულებული მდგომარეობით, გარდა სველი წერტილის მოწყობისა. კაფელ-მეტლახის და სანტექნიკის მოწყობის ფასს დაგითვლით ხელოსანი ინდივიდუალურად.

 მასალის დამატების/შეცვლის შემთხვევაში, ფასი დაითვლება მასალის ფასთა სხვაობის შესაბამისად.

საშუალო ზომის (50-60კვ.მ.) კოტეჯის მშენებლობას სჭირდება დაახლოებით 2 კვირამდე ვადა.

მშენებლობისთვის გამოიყენება შესამაბისი სტანდარტებით დამუშავებული, გამომშრალი წიწვოვანი ხის მასალა. 

 გამოიყენება როგორც ადგილობრივი, ქართული ხის, ისე იმპორტირებული მასალა. 

დღეის მდგომარეობით ჩვენი გუნდი მუშაობს მხოლოდ კარკასული სტილის ხის სახლების/კოტეჯების მშენებლობაზე. მორებით არ ვაშენებთ.

მშენებლობის შესაკვეთად უნდა დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე: 575 77 71 76 ან 551 73 70 88 - რის შემდეგაც, გაგესაუბრებათ ხელმძღვანელი, შგითანხმდებათ დეტალებზე და განისაზღვრება მშენებლობის დაწყების დრო.

ჩვენი ნამუშევრების რუქა

made with OUM

თუ ხის სახლების/კოტეჯების მშენებლობა გჭირდება...

შეუკვეთე პროექტი

გამოგვყევი

Scroll to Top

Add a new location

×
×